კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
გაეცანით ინფომაციას ჩვენს შესახებ
სკოლის მისაა:
აღზარდოს დამოუკიდებელი, პროგრესულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი პიროვნება, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ, იქნება თავისი საქმისა და ქვეყნის ერთგული;
შექმნას კომფორტული, უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, სადაც მოსწავლეები განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანასა და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას.
სკოლის ხედვაა:
შპს მრავალდარგობრივი გიმნაზია იბერიის მომავლის ხედვაა იყოს სტაბილური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად; ზრუნავდეს თავისუფალი, მოტივირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბებაზე; წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.ხელს უწყობდეს შექმნილი ჯანსაღი,უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შენარჩუნებით ,მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, მათში იმ ძალების განმტკიცება, რომელიც გამოიწვევს სწავლისადმი დიდ ინტერესს;
სკოლის ღირებულებები
სკოლის კულტური დედაბოძი ის ფასეულობებია, რომლებსაც მთლიანად იზიარებს სკოლის ყველა წევრი. კერძოდ:
- სკოლის მისიის შესრულებისაკენ სწრაფვა;
- მოწესრიგებული, სუფთა და დაცული სასკოლო გარემო, სწავლებისა და აღზრდისათვის მრავალფეროვანი, მშვიდი და საქმიანი პირობები;
ურთიერთობის მაღალი კულტურა;
ურთიერთპა, ტივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა სასწავლო პროცესის მონაწილეთა და საზოგადოების წარმომადგენელთა შორის;
- შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემო;
- დემოკრატიულობა, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა;
ერთსულოვნება, გუნდური მუშაობა, კოლეგიალურობის დაცვა;
ახალგაზრდა და დამწყებ პედაგოგებთან მიზნობრივი მუშაობა;
ზრუნვა მოსწავლეთა აკადემიური ხარისხის ამაღლებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებაზე;
თანამშრომლობა მშობლებთან;
ინიციატივების წახალისება;
კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება;
- ზრუნვა საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის;
- წარსული გამოცდილების გათვალისწინება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
ახალგაზრდა და დამწყებ პედაგოგებთან მიზნობრივი მუშაობა;