კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

გაეცანით ინფომაციას ჩვენს შესახებ

სკოლის მისაა:

     აღზარდოს  დამოუკიდებელი, პროგრესულად  მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი პიროვნება, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას  ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული  და კულტურული ღირებულებების მიმართ, იქნება თავისი  საქმისა და ქვეყნის ერთგული;

     შექმნას  კომფორტული, უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, სადაც მოსწავლეები  განივითარებენ  პოზიტიურ  უნარ-ჩვევებს, შეძლებენ  მიღებული  ცოდნის წარმატებით  გადატანასა  და გამოყენებას  განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას.

სკოლის ხედვაა:

     შპს  მრავალდარგობრივი  გიმნაზია  იბერიის  მომავლის ხედვაა იყოს სტაბილური და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად; ზრუნავდეს თავისუფალი, მოტივირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბებაზე; წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.ხელს უწყობდეს  შექმნილი ჯანსაღი,უსაფრთხო  და პოზიტიური  გარემოს  შენარჩუნებით ,მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ  განვითარებას, მათში იმ ძალების  განმტკიცება, რომელიც გამოიწვევს  სწავლისადმი დიდ  ინტერესს;

სკოლის ღირებულებები

სკოლის კულტური დედაბოძი ის  ფასეულობებია, რომლებსაც  მთლიანად  იზიარებს  სკოლის ყველა  წევრი. კერძოდ:  
  1. სკოლის მისიის  შესრულებისაკენ სწრაფვა;
  2. მოწესრიგებული, სუფთა  და  დაცული  სასკოლო გარემო, სწავლებისა და აღზრდისათვის მრავალფეროვანი, მშვიდი და საქმიანი  პირობები;
  3. ურთიერთობის მაღალი კულტურა;

  4. ურთიერთპა, ტივისცემისა  და  თანასწორობის  პრინციპების  დაცვა  სასწავლო პროცესის მონაწილეთა და საზოგადოების წარმომადგენელთა შორის;

  5. შემოქმედებითი  და  თანამშრომლობითი გარემო;
  6. დემოკრატიულობა, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა;
  7. ერთსულოვნება, გუნდური მუშაობა, კოლეგიალურობის დაცვა;

  8. ახალგაზრდა  და  დამწყებ  პედაგოგებთან  მიზნობრივი  მუშაობა;

  9. ზრუნვა  მოსწავლეთა  აკადემიური  ხარისხის ამაღლებასა და მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობის  განვითარებაზე;

  10. თანამშრომლობა  მშობლებთან;

  11. ინიციატივების  წახალისება;

  12. კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება;

  13. ზრუნვა საკუთარი მოვალეობების  გააზრებისა  და საზოგადოებრივი წესრიგის  დაცვის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის;
  14. წარსული გამოცდილების გათვალისწინება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
  15. ახალგაზრდა  და  დამწყებ  პედაგოგებთან  მიზნობრივი  მუშაობა;

ჩვენი ლოკაცია:

Scroll to Top